Accessibility links

logo-print

შვეიცარიის მოქალაქეებმა, დღეს გამართულ რეფერენდუმზე


შვეიცარიის მოქალაქეებმა, დღეს გამართულ რეფერენდუმზე, მხარი დაუჭირეს წინადადებას გაეროში ამ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ.

შვეიცარიის მოქალაქეებმა, დღეს გამართულ რეფერენდუმზე, მხარი დაუჭირეს წინადადებას გაეროში ამ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ.
წინასწარი მონაცემებით, კანტონების უმრავლესობაში გაეროში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 54 პროცენტზე მეტმა. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, გაეროში მიღების თაობაზე ოფიციალურ განაცხადს შვეიცარია სექტემბერში, ამ ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე შეიტანს. გაეროს წევრობის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით იზარალებს შვეიცარიის ტრადიციული ნეიტრალიტეტი. გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მიესალმა რეფერენდუმის შედეგებს.
XS
SM
MD
LG