Accessibility links

logo-print

კოსოვოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა იბრაჰიმ


კოსოვოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა იბრაჰიმ რუგოვამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სერბიის ეს ავტონომიური პროვინცია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს.

კოსოვოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა იბრაჰიმ რუგოვამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სერბიის ეს ავტონომიური პროვინცია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიაროს.
პროვინციის პარლამენტში გამოსვლისას, რუგოვამ განაცხადა, რომ კოსოვოს აყვავებულ, დემოკრატიულ ქვეყნად აქცევს, რომელიც იუგოსლავიისგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება. დღესვე კოსოვოში პრემიერ-მინისტრი და მთავრობაც აირჩიეს. მთავრობის თავმჯდომარე გახდა კოსოვოს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ბაირამ რეჯეპი. კოსოვოს მთავრობის შემადგენლობაში, ეთნიკური ალბანელების გარდა, შევიდნენ ადგილობრივი სერბებისა და სხვა ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. კოსოვოში გაეროს უზენაესი წარმომადგენელი უწინდებურად ინარჩუნებს უფლებას, ვეტო დაადოს ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს.
XS
SM
MD
LG