Accessibility links

logo-print

“სამხედრო სფეროში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა


“სამხედრო სფეროში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს”

“სამხედრო სფეროში შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა საქართველოს ინტერესებს შეესაბამება და არ ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს”
- განაცხადა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან აღნიშნა, რომ ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის შექმნაში დაეხმარებიან. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს არ გააჩნია თანამედროვე ტანკები და თვითმფრინავები, რადგან “რუსეთმა საქართველოდან ყველაფერი გაიტანა”. იმის შესახებ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც რუსეთმა შეიარაღება არ დატოვა, შევარდნაძემ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აცნობა. ამასთანავე, ედუარდ შევარდნაძემ უარყო პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარებისთვის გამიზნულ ოპერაციაში აშშ-ის სპეცრაზმის მონაწილეობის შესაძლებლობა.
XS
SM
MD
LG