Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძე გამორიცხავს აფხაზეთისა და


ედუარდ შევარდნაძე გამორიცხავს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებას.

ედუარდ შევარდნაძე გამორიცხავს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარებას.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელი იქნება “შედარებით უმტკივნეულოდ, მსხვერპლისა და სისხლისღვრის გარეშე”. შევარდნაძის თქმით, ბოლო ხანს ქართველებსა და აფხაზებს, ასევე, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთგაგება სულ უფრო მატულობს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოხუმისა და ცხინვალის დღევანდელ პოლიტიკას “მომავალი არ გააჩნია”. მან “ზღაპრები” უწოდა სეპარატისტთა განცხადებებს იმის შესახებ, რომ აფხაზები ან ოსები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ასოცირებულ წევრებად შეიძლება შევიდნენ.
XS
SM
MD
LG