Accessibility links

logo-print

დღეს თბილისს ეწვია რუსეთის უშიშროების


დღეს თბილისს ეწვია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შვიდკაციანი დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ამ უწყების დირექტორის მოადგილე ვლადიმირ პრონიჩევი.

დღეს თბილისს ეწვია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შვიდკაციანი დელეგაცია, რომელსაც სათავეში უდგას ამ უწყების დირექტორის მოადგილე ვლადიმირ პრონიჩევი.
დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღეს დაჰყოფს და სამუშაო შეხვედრებს გამართავს უშიშროების სამინისტროში. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი ალასანიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკებისას ძირითადი ყურადღება დაეთმობა მიმდინარე წლის მაისისთვის, თბილისში დაგეგმილი დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურთა ხელმძღვანელების შეხვედრისთვის მზადების საკითხებს. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემები იქნება.
XS
SM
MD
LG