Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები აგრძელებს საჰაერო იერიშებს ავღანეთის პაკტიის რეგიონში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ასობით ამერიკელი და 500-ზე მეტი ავღანელი ჯარისკაცი განაგრძობს ბრძოლას ავღანეთის პაკტიის პროვინციაში “ალ საიდისა” და თალიბანის რამდენიმე ასეული მებრძოლის წინააღმდეგ.



ოპერაცია, რომელიც შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ვარაუდით, შეიძლება ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, დაიწყო ორი თვის შედარებითი სიწყნარის შემდეგ. ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა ავღანეთის 5 თვიან ომში შეერთებული შტატების ახალი სტრატეგიის გამოცდად ითვლება. ამ სტრატეგიის თანახმად, მაშინ, როცა შეერთებული შტატები ახორციელებს საჰაერო თავდასხმებს, ავღანეთის სამხედრო ძალები სახმელეთო ბრძოლებში იღებენ მონაწილეობას.

ავღანელების გარდა ოპერაციაში მონაწილეობენ ავსტრალიის, კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის და ნორვეგიის ჯარისკაცები. პროამერიკული ავღანური ჯგუფები სამი მხრიდან მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგის პოზიციებს შაჰ-ე-კოტისა და ხარვაურის დათოვლილ მთებში, მათთვის გასაქცევი გზების მოჭრის მიზნით.

პაკისტანმა, რომლის ახლოს მდებარეობს პაკტიის პროვინცია, გადაკეტა თავისი საზღვარი აღმოსავლეთ ავღანეთთან და დამატებითი სამხედრო ნაწილები განათავსა მის გასწვრივ.

ავღანელი ოფიციალური პირების თანახმად, “ალ ყაიდისა” და თალიბანის 5 ათასამდე მებრძოლი დაიმალა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში და საზღვრის გადაღმა პაკისტანში და ისისნი მოსახლეობას შეერთებული შტატების წინააღმდეგ წმინდა ომისკენ მოუწოდებენ.

ავღანელი მეთაური, რომელიც ხელძღვანელობს 50 მებრძოლს ერთერთ ფრონტზე, აბდულ მატინ ჰასან ხეილი ამბობს, რომ კვირას წამოვიდა ნაღმსატყორცნების, მძიმე არტილერიისა და სარაკეტო ცეცხლი, “ალ ყაიდის” შაჰ-ე-კოტის პოზიციებიან, სადაც, ფიქრობენ, არაბი, ჩეჩენი და პაკისტანელი მებრძოლები არიან ჩასაფრებული. ცეცხლის ჩასაჩუმებლად ავიაცია იქნა გამოყენებული. ხეილი ამბობს, რომ მოწინააღმდეგის დამარცხებას შეიძლება ერთი თვე დასჭირდეს.

შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის პრეს-მდივანმა, მაიორმა რალფ მილსმა თქვა, რომ ოპერაციის დაწყებიდან 270-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს. მისი სიტყვით, უმიზნებენ მებრძოლთა კონცენტაციის ადგილებს, სატრანსპორტო საშუალებებს, ნაღმსატყორცნებს, გამოქვაბულებს და საზენიტო დანადგარებს. ჩამოგდებულ ბომბებს შორის ერთი იყო ე.წ. “თერმო ბარიკი”, ახალი ტიპის ყუმბარა, რომელიც გამოქვაბულებში მაღალ წნევასა და ტემპერატიურას წარმოჰქმნის.

ავღანელელი მოკავშირეები, როგორც ვთქვით, სამი მხრიდან მიუახლოდნენ ფრონტს, ზოგიერთი მათგანი სატვირთო მანქანებით, რომლებიც მათ დაიქირავეს 200 დოლარად ქალაქ გარდეზის ბაზარზე.

ორიოდე თვის წინ სოფელ შაჰ-ე-კოტისა და კიდევ 20-25 სხვა სოფლის მოსახლეობას “ალ ყაიდისა” და თალიბანის დაახლოებით 250-მა მებრძოლმა სოფლების დატოვება უბრძანა. თავდაპირველად სოფლელებმა სთხოვეს მათ გაცლილიყვნენ, მაგრამ თალიბანი და “ალ ყაიდა” კალაშნიკოვებით დაგვემუქრნენო, თქვა ერთ-ერთი სოფლის მკვდირმა.

ცორმატის მოსახლეობის თქმით კი, ქაბულიდან და ყანდაარიდან გამოქცეული თალიბანისა და “ალ ყაიდის” წევრები, რომელთა შორის იყვნენ საუდის არაბეთის, სუდანის, იემენის და ეგვიპტის მოქალაქეები, დეკემბრის დასაწყისში ჩავიდნენ ქალაქში და ისინი კარგადაც მიიღეს, ვინაიდან მათ ჰქონდათ ფული და ისინი თავიაზიანად იქცეოდნენ.

ცორმატი იდეალური ადგილია ამ ადამიანებისთვის. ის მდებარეობს ოპიუმისა და იარაღის კონტრაბანდის ტრადიციულ გზაზე და ამ ქალაქიდან ჩადიოდნენ საუდის არაბეთში და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში ინიციატივიანი მამაკაცები სააღმშენებლო სექტორში სამუშაოდ და ამყარებდნენ კონტაქტებს, რომლებსაც იყენებდა “ალ ყაიდა”.
XS
SM
MD
LG