Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ავღანელთა რაზმებისა


აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ავღანელთა რაზმებისა და შეერთებული შტატების სპეცშენაერთების ერთობლივი ოპერაცია თალიბებისა და “ალ ყაიდის” მებრძოლების წინააღმდეგ.

აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ავღანელთა რაზმებისა და შეერთებული შტატების სპეცშენაერთების ერთობლივი ოპერაცია თალიბებისა და “ალ ყაიდის” მებრძოლების წინააღმდეგ.
ერთ-ერთი იერიშის დროს ჩამოგდებულ იქნა შეერთებული შტატების სამხედრო შვეულმფრენი. დაუდასტურებელი მონაცემებით, ამ ინციდენტის შედეგად, დაიღუპა ექვსი, ხოლო დაშავდა ათი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, დონალდ რამსფელდის ცნობით, დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხვმა ცხრას მიაღწია. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ჯარისკაცების დაღუპვის გამო ღრმა წუხილი გამოხატა. მიმდინარე ოპერაცია ყველაზე ფართომასშტაბიანია ბოლო ხუთ თვეში და იგი რამდენიმე კვირის მანძილზე იგეგმებოდა. დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მარტო გუშინ ავიაციამ 270 ბომბი ჩამოაგდო.
XS
SM
MD
LG