Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლო აღმოსავლეთში დღეს ძალადობის არაერთაქტი


ახლო აღმოსავლეთში დღეს ძალადობის არაერთაქტი მოხდა. დაიღუპა 5 ისრაელი და სულ მცირე სამი პალესტინელი.

ახლო აღმოსავლეთში დღეს ძალადობის არაერთაქტი მოხდა. დაიღუპა 5 ისრაელი და სულ მცირე სამი პალესტინელი.

დილით ადრე ტელ-ავივის ერთ-ერთ რესტორანში ხალხს ცეცხლი გაუხსნა პალესტინელმა მამაკაცმა, რომელიც პოლიციამ ადგილზე მოკლა. მისი ხელით სამი ისრაელი დაიღუპა, 20-მდე დაიჭრა.
ერთი პალესტინელი პოლიციელი შეიქნა ისრაელის არმიის მსხვერლი ღაზის სექტორში. ქალაქ აფულაში ერთი ისრაელი დაიღუპა თვითმკვლელი პალესტინელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად.
ბომბი ააფეთქეს ისრაელმა ექსტრემისტებმა დღეს სკოლაში - პალესტინელთა სოფელ სურ ბახერში - იერუსალიმის აღმოსავლეთით. ამ აქტის შედეგად მსუბუქად დაიჭრა ცხრა მოსწავლე და მათი მასწავლებელი.
დღესე დაიღუპა ისრაელი ქალი, რომელსაც ესროლეს ბეთლემის მახლობლად. პალესტნელთა ტერიტორიაზე, ქალაქ სდეროტთან პალესტენელებმა თვითნაკეთი ბობმი ესროლეს ისრაელთა შენობას.
დღესვე ისრაელის არმიამ რაკექეტები დაუშინა ნაბლუსსა და რამალაში პალესტინელთა პოლიციის შტაბბინას. ცნობით, მსხვერპლი ამ თავდასხმებს არ მოჰყოლია.
შერთებულმა შტატებმა განაცხად, რომ ისრაელის ამგვარი თავდასხმები კონტრაპროდუქტიულია. სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით რიჩარდ ბაუჩერმა მოუწოდა ორივე მხარეს შეწყვიტონ ძალადობა. [ბაუჩერის ხმა]“ისრაელის არმიის მოქმედება, მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ადგილებში და თავდასხმები პალესტინელთა ადმინისტრაციულ შენობებზე, აშკარად ეწინააღმდეგება მიზანს, დასრულდეს ძალადობა და განახლდეს მოლაპარაკება”
XS
SM
MD
LG