Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ჯარი და ანტიტერორისტული ალიანსის


ავღანეთის ჯარი და ანტიტერორისტული ალიანსის სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ შეტევას ფაქთიის პროვინციაში გამაგრებული თალიბებისა და ალყაიდელების წინააღმდეგ.

ავღანეთის ჯარი და ანტიტერორისტული ალიანსის სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ შეტევას ფაქთიის პროვინციაში გამაგრებული თალიბებისა და ალყაიდელების წინააღმდეგ.
ცნობის თანახმად, კოალიციური ჯარის ორი ათასმა მებრძოლმა ალყა შემოარტყა თალიბებისა და ალყაიდელბის რამდენიმე ასეულ კარგად შეიარაღებულ მეომარს.
ქალაქ გარდეზის სამხრეთში ბრძოლებიდან დაბრუნებელმა ავღანელებმა თქვეს, რომ მოწინააღმდეგის ცეცხლი შესუსტდა.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ერთ-ერთმა მეთაურმა ტომი ფრენკსმა გუშინ თქვა, რომ მოწინააღმდეგეს ასიდან ორასამდე კაცი მოუკლეს. ეს ფრენკსმა მას მერე გამოაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ ავღანეთში შაბათ-კვირას დაიღუპა 8 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.


XS
SM
MD
LG