Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ეგიდით, ჰააგაში მოქმედმა საერთაშორისო


გაეროს ეგიდით, ჰააგაში მოქმედმა საერთაშორისო ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის თხოვნა

გაეროს ეგიდით, ჰააგაში მოქმედმა საერთაშორისო ტრიბუნალმა არ დააკმაყოფილა იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის თხოვნა
პატიმრობიდან დროებით გათავისუფლების თაობაზე. ამ თხოვნას მილოშევიჩი, რომელმაც ვექილების დახმარებაზე უარი განაცხადა, თავდაცვის მომზადების საჭიროებით ასაბუთებდა. ტრიბუნალმა ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ გათავისუფლების შემთხვევაში მილოშევიჩი სასამართლო სხდომებს დაესწრება. მილოშევიჩს ბრალად ედება გენოციდი, სხვადასხვა სახის სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა ხორვატიაში, ბოსნიასა და კოსოვოში, 90-იან წლებში. იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის წაყენებული ყველა ბრალდება შეთითხნილია.
XS
SM
MD
LG