Accessibility links

ქაბულში, უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა


ქაბულში, უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ხუთი მოსამსახურე.

ქაბულში, უბედური შემთხვევის შედეგად, დაიღუპა უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ხუთი მოსამსახურე.
გერმანიის სამხედრო კონტინგენტის მეთაურის, გენერალ ჰარალდ კუიატის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ უეცარი აფეთქების შედეგად ქაბულის არსენალში, სადაც ისინი ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების დემონტაჟს ახორციელებდნენ [ჰარალდ კუიატის ხმა] “ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა. მათგან ორი გერმანელი ჯარისკაცი იყო, სამი – დანიელი ჯარისკაცი. კიდევ სამი ჯარისკაცი მძიმედ დაშავდა, სამი – ნაკლებად სერიოზულად, ხოლო კიდევ ორი – მსუბუქად”. ამასობაში აღმოსავლეთ ავღანეთში გრძელდება ავღანელთა რაზმებისა და შეერთებული შტატების სპეცშენაერთების ერთობლივი ოპერაცია თალიბებისა და “ალ ყაიდის” მებრძოლების წინააღმდეგ. დროებითი ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ჰამიდ კარზაის განცხადებით, აღმოსავლეთი ავღანეთის ის რაიონი, სადაც ოპერაცია მიმდინარეობს, თალიბებისა და ალყაიდელების უკანასკნელი საყრდენია მთელს ქვეყანაში. ქაბულში გამოსვლისას, კარზაიმ დასძინა, რომ ოპერაცია ერთ-ორ დღეში დასრულდება. ოპერაციის ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ფრენკ ჰაგენბეკის მტკიცებით, ქალაქ გარდეზის აღმოსავლეთით განხორციელებული იერიშების მსვლელობაში შეერთებული შტატების შენაერთებმა, ევროპელ და ავღანელ მოკავშირეებთან ერთად, მოწინააღმდეგის რამდენიმე ასეული მეომარი მოკლეს. ჰაგენბეკმა დასძინა, რომ ბრძოლებში დაიჭრა 48 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან ნახევარი უკვე დაუბრუნდა საომარ მოქმედებებს.
XS
SM
MD
LG