Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა ოფიციალური საჩივარი შეიტანა ვაჭრობის


ევროკავშირმა ოფიციალური საჩივარი შეიტანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, შეერთებულ შტატებში ფოლადის საიმპორტო ტარიფებთან დაკავშირებული გეგმის გამო.

ევროკავშირმა ოფიციალური საჩივარი შეიტანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, შეერთებულ შტატებში ფოლადის საიმპორტო ტარიფებთან დაკავშირებული გეგმის გამო.
როგორც დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები, რეიტერსი და ფრანს პრესი იუწყებიან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ევროკავშირი ითხოვს შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს, რაც არის პირველი ნაბიჯი ამ ორგანიზაციაში უთანხმოებათა მოგვარების სისტემაში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა შემოიღებს 30 პროცენტამდე ტარიფებს ფოლადის თითქმის მთელ იმპორტზე. ბუშის განმარტებით, ამ ზომით, რომელიც ორ კვირაში ამოქმედდება, გამიზნულია შეერთებული შტატების ფოლადის მრეწველობაში კრიზისის დაძლევის ხელშეწყობა.
XS
SM
MD
LG