Accessibility links

logo-print

საქართველო აპირებს დონორების მოზიდვას ავღანეთში


საქართველო აპირებს დონორების მოზიდვას ავღანეთში ჰუმანიტარული და სამშენებლო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.

საქართველო აპირებს დონორების მოზიდვას ავღანეთში ჰუმანიტარული და სამშენებლო ტვირთების ტრანსპორტირებისთვის.
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრზე, მერაბ ადეიშვილზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროექტი, რომლის თაობაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოსალოდნელია აპრილში, ტაშკენტში, სადაც TRACECA-ს წევრი ქვეყნების სხდომა გაიმართება.
ადეიშვილის თქმით, ტვირთების ტრანსპორტირება განხორციელდება აშშ-დან და ევროპიდან “მოკლე და იაფი” გზით – ფოთისა და ბათუმის პორტებით, შემდეგ კი რკინიგზით, დაახლოებით 2400 კილომეტრის მანძილზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ტრანზიტს ექნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ დიდი ეკონომიკური მნიშვნელობაც: ფოთისა და ბათუმის პორტების წლიური ტვირთბრუნვა 10-11 მილიონი ტონით გაიზრდება
XS
SM
MD
LG