Accessibility links

logo-print

ირლანდიაში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა ხმების


ირლანდიაში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა ხმების მცირე უმრავლესობით უარყვეს საკონსტიტუციო ცვლილება,

ირლანდიაში გამართულ რეფერენდუმში ამომრჩევლებმა ხმების მცირე უმრავლესობით უარყვეს საკონსტიტუციო ცვლილება,
რომელიც აბორტის საწინააღმდეგო ისედაც მკაცრი კანონების კიდევ უფრო გამკაცრებას ითვალისწინებდა. პრემიერ-მინისტრმა ბერტი აჰერნმა აღიარა ინიციატივის წარუმატებლობა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია ელექტორატის 51 პროცენტის მიერ ცვლილების უარყოფის შესახებ. ცვლილების მოწონების შემთხვევაში, გაუქმდებოდა 1992 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით თვითმკვლელობის საფრთხე შეიძლება ჩაითვალოს მუცლის მოშლის მიზეზად. აბორტი ირლანდიაში დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმებმა დაადგინეს, რომ ორსულობა საფრთხეს უქმნის დედის სიცოცხლეს. თვითმკვლელობის საფრთხეც ასეთ საფრთხედ არის მიჩნეული. საკონსტიტუციო ცვლილებას ემხრობოდნენ აჰერნის მთავრობა და კათოლიკური ეკლესია, რომელიც ირლანდიაში დიდი გავლენით სარგებლობს.
XS
SM
MD
LG