Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაჯი


ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაჯი საბრიმ ”პოზიტიური და კონსტრუქციული” უწოდა გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან მოლაპარაკებას ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების დაბრუნების საკითხზე.

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაჯი საბრიმ ”პოზიტიური და კონსტრუქციული” უწოდა გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან მოლაპარაკებას ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტების დაბრუნების საკითხზე.
ამის შესახებ საბრიმ დღეს ნიუ იორკში ერაყისა და გაეროს დელეგაციების 2-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა. დელეგაციების შეხვედრამდე საბრიმ და ანანმა 20 წუთი ისაუბრეს. მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მოგვიანებით გაგრძელდება. შეხვედრამდე ანანმა თქვა, რომ ერაყს მიუთითებს აუცილებლობაზე, შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომლებიც ითვალისწინებს განიარაღების ექსპერტების მიერ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის დემონტაჟის შემოწმებას. ბაღდადი ირწმუნება, რომ დემონტაჟი უკვე განახორციელა და მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების გაუქმებას მოითხოვს. ის 1998 წლიდან უარს ამბობს ერაყში გაეროს სამხედრო ექსპერტების შეშვებაზე.
XS
SM
MD
LG