Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში მეამბოხეების მოსალოდნელ თავდასხმებზე მითქმა-მოთქმის


ჩეჩნეთში მეამბოხეების მოსალოდნელ თავდასხმებზე მითქმა-მოთქმის გამო, რუსეთის ჯარები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი.

ჩეჩნეთში მეამბოხეების მოსალოდნელ თავდასხმებზე მითქმა-მოთქმის გამო, რუსეთის ჯარები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი.
როგორც ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო ”ასოშიეიტიდ პრესს”, რუსმა ჯარისკაცებმა ჩეჩნეთის სოფლებში მეამბოხეების ძებნისას სულ ცოტა 120 ადამიანი დააკავეს. ამ ინფორმაციით, განვლილი დღის მანძილზე მეამბოხეთა იერიშებმა და სახმელეთო ნაღმების აფეთქებამ 8 რუსი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა. ხოლო რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, თავდასხმების საფრთხის გამო რუსეთის ჯარების ავტომანქანები სამხედრო ბაზებს არ გასცილებიან. ასევე ”ინტერფაქსი” სამხედრო სარდლისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გროზნოში ოთხი მოკლული სამოქალაქო პირი იპოვეს. მათ შორის იყვნენ ხანდაზმული ქალი და მისი ქალიშვილი. ეჭვმიტანილების შესახებ არაფერია ცნობილი.
XS
SM
MD
LG