Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები და კანადა შეთანხმდნენ


შეერთებული შტატები და კანადა შეთანხმდნენ გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ კლიმატის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.

შეერთებული შტატები და კანადა შეთანხმდნენ გაერთიანებული ძალებით იბრძოლონ კლიმატის გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად.
შეთანხმება, რომელიც მიმდინარე კვირაში იქნა ხელმოწერილი, ითვალისწინებს ორივე ქვეყნის ბუნების დამცველი ორგანიზაციების მიერ პროექტების შემუშავებას კლიმატის კვლევის სფეროში. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კერძოდ, ნავარაუდევია თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ე.წ. ”სუფთა” ნახშირის ტექნოლოგია, ნახშირორჟანგის ფილტრაცისა და შენახვის ტექნოლოგია, აგრეთვე ე.წ. ”სათბურის ეფექტის” შესუსტება სატყეო მეურნეობისა და მიწათმოქმედების ხელშეწყობის გზით.
XS
SM
MD
LG