Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი


გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი მერი რობინსონი ხვალ პაკისტანში გაემგზავრება.

გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების ხელმძღვანელი მერი რობინსონი ხვალ პაკისტანში გაემგზავრება.
გაეროს წარმომადგენელთა ცნობით, ამ ქვეყანაში სამდღიანი სტუმრობის მანძილზე რობინსონი მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფთან. ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში პაკისტანი მკაცრად არის გაკრიტიკებული. კერძოდ, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამ ქვეყანაში ხშირია სასამართლოს გარეშე სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემთხვევები.
XS
SM
MD
LG