Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი


საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია დღეს ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
აშშ-ში დაგეგმილია ხაბურძანიას შეხვედრები ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელებთან; ხოლო დიდ ბრიტანეთში ქართველი მინისტრი შეხვდება ამ ქვეყნის საშინაო უსაფრთხოებისა და საგარეო უსაფრთხოების სამსახურების მესვეურებს. ვალერი ხაბურძანიას თქმით, თავის უცხოელ კოლეგებს იგი ოპერატიულ ინფორმაციას მიაწოდებს პანკისის ხეობასა და აფხაზეთთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა პრაიმ-ნიუსის კორესპონდენტთან საუბარში დასძინა, პანკისის ხეობაში ერთობლივი ოპერაციების ჩატარებაზე საუბარი მოსალოდნელი არ არის და მსჯელობის საგანი ძირითადად აფხაზეთის პრობლემატიკა იქნება.
XS
SM
MD
LG