Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრეზიდენტის, თაჰა იასინ რამადანის


ერაყის ვიცე-პრეზიდენტის, თაჰა იასინ რამადანის განცხადებით, გაეროში გამართულ მოლაპარაკებებზე, ერაყში გაეროს სამხედრო ინსპექტორთა დაბრუნების შესახებ საუბარი არ ყოფილა.

ერაყის ვიცე-პრეზიდენტის, თაჰა იასინ რამადანის განცხადებით, გაეროში გამართულ მოლაპარაკებებზე, ერაყში გაეროს სამხედრო ინსპექტორთა დაბრუნების შესახებ საუბარი არ ყოფილა.
ბაღდადში, პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, რამადანმა განაცხადა, რომ ერაყი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ინსპექციების განახლებას, თუ ისინი რეგიონის ყველა ქვეყანაში მოეწყობა, მათ შორის ისრაელშიც. დღევანდელი განცხადება ერაყის ხელისუფლების პირველი ოფიციალური რეაქციაა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნაჯი სარბის, ხუთშაბათს გამართულ მოლაპარაკებაზე გაეროს გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან. გუშინ, ნიუ იორკში, ანანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეხვედრა წარმატებით ჩატარდა. მოლაპარაკების მორიგი რაუნდი აპრილში უნდა მოეწყოს.
XS
SM
MD
LG