Accessibility links

დღეს განახლდა მოძრაობა მონბლანის გვირაბით


დღეს განახლდა მოძრაობა მონბლანის გვირაბით, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აკავშირებს.

დღეს განახლდა მოძრაობა მონბლანის გვირაბით, რომელიც საფრანგეთსა და იტალიას აკავშირებს.
გვირაბი დაკეტილი იყო სამი წლის წინათ მომხდარი ხანძრის შემდეგ, რომლის დროსაც 39 ადამიანი დაიღუპა. გარემოს დამცველთა საპროტესტო დემონსტრაციის გამო გახსნის ცერემონია ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ბუნების დამცველი ორგანიზაციების აზრით, მონბლანის გვირაბით ავტომანქანების დიდი ნაკადის მოძრაობა სერიოზულ ზიანს აყენებს რაიონის ეკოლოგიას. პოლიციის ცნობით, წუხელ საფრანგეთის მხრიდან გვირაბის შესასვლელთან აფეთქება მოხდა. ამ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG