Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

22 არაბული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა


22 არაბული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქაიროში იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე,

22 არაბული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქაიროში იმსჯელეს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე,
რომელიც საუდის არაბეთმა წარმოადგინა. გეგმის თანახმად, არაბულმა ქვეყნებმა ნორმალური ურთიერთობა უნდა დაამყარონ ისრაელთან, ამ უკანასკნელმა კი, სანაცვლოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გეგმის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს არაბთა ლიგის სამიტი, რომელიც მარტის მიწურულს ბეირუთში უნდა გაიმართოს. შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა უკვე დაუჭირეს მხარი საუდის არაბეთის გეგმას. იგი მოიწონეს, აგრეთვე, ეგვიპტემ, იორდანიამ და სირიამ. ლიბია და ერაყი ამ გეგმის წინააღმდეგი არიან. გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა განაცხადა, რომ მზად არის, პალესტინელებთან დაიწყოს მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მანამდე შარონი ამბობდა, რომ მოლაპარაკებას წინ უნდა უძღოდეს, სულ ცოტა, ერთი კვირა, რომლის მანძილზეც შეტაკებები არ მოხდება. უახლოეს დღეებში ახლო აღმოსავლეთში უნდა ჩავიდეს შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი.
XS
SM
MD
LG