Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში განთავსებულმა შეერთებული შტატების ჯარმა


ავღანეთში განთავსებულმა შეერთებული შტატების ჯარმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა

ავღანეთში განთავსებულმა შეერთებული შტატების ჯარმა თავის კონტროლს დაუქვემდებარა
ალ ყაიდელების ყოფილი პოზიცია, მას მერე, რაც აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა ადგილობრივ ლიდერებს და ქაბულს შორის, რეგიონში ჯარების განთავსებაზე.
დაახლოებით 400 სამხედრო მოსამსახურე გაიყვანეს ამერიკელებმა არმას მთებიდან, განაცხედეს რა, რომ მათ იქ თავისი მისია შეასრულეს. შეერთებული შტატების არმიის წარმომადგენელმა მაიორმა ბრაიენ ჰილფერტიმ თქვა, რომ მოწინააღმდეგის მხარეს არის დიდი მსხვერპლი. ერთ-ერთი საფარი, სადაც არაერთი მეომარი იყო განადგურებულია, მაშინ, როცა ამერიკელების მხარეს არავინ დაცემულა.
გუშინ ავღანეთის დროებითმა მთავრობამ 1000 ჯარისკაცი გააგზავნა ფრონტის ხაზზე. მაგრამ ფაქთიის პროვინციის ჯაის რეგიონის ლიდერმა მოჰამად ისმაილ ხანმა თქვა, რომ მათ გარდამავალი მთავრობის მეთაურს კარზაის ჯარის კვლავ შინ გაგზავნა სთხოვეს.
XS
SM
MD
LG