Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი და რუსეთი განმარტებას მოითხოვენ


ჩინეთი და რუსეთი განმარტებას მოითხოვენ შეერთებული შტატებში იმ დოკუმენტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით,

ჩინეთი და რუსეთი განმარტებას მოითხოვენ შეერთებული შტატებში იმ დოკუმენტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით,
რომელშიც განიხილება ვაშინგტონის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების თეორიული შესაძლებლობა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პეკინი “შოკირებულია” დოკუმენტში აღწერილი სიტუაციებით, რომლებშიც, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს ბირთვული იარაღი მაგალითად რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ერაყის ან ლიბიის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იგორ ივანოვმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მდივნისა და პრეზიდენტის მრჩევლის განმარტებებს მოჰყვება უფრო მაღალი რანგის პირთა განცხადებები, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას დაამშვიდებს. ნაწყვეტები დოკუმენტიდან სათაურით “ბირთვული იარაღის საკითხში აშშ-ის პოზიციის მიმოხილვა” გაზეთ “ლოს ანჯელეს ტაიმსში” გამოქვეყნდა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი კონცეპტუალური ხასიათისაა და ვაშინგტონი უახლოეს მომავალში არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას.
XS
SM
MD
LG