Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრემიერის, ტარიკ აზიზის განცხადებით


ერაყის ვიცე-პრემიერის, ტარიკ აზიზის განცხადებით, შეერთებული შტატების მუქარამ ერაყში მდებარე ობიექტებზე იერიშის მიტანის შესახებ,

ერაყის ვიცე-პრემიერის, ტარიკ აზიზის განცხადებით, შეერთებული შტატების მუქარამ ერაყში მდებარე ობიექტებზე იერიშის მიტანის შესახებ,
შესაძლოა, სერიოზულად გაართულოს ვაშინგტონის ურთიერთობა არაბულ სამყაროსთან. აზიზმა არაბული ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, წინ აღუდგნენ ვაშინგტონის სწრაფვას, მათი ბედი განაგოს. რეგიონში მიემგზავრება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომლის მოგზაურობის პროგრამაში შემდეგი ქვეყნებია: კუვეიტი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, თურქეთი, ომანი, იორდანია და ისრაელი. შეერთებული შტატები ბაღდადისგან ითხოვს, ინსპექციების განახლების ნება დართოს გაეროს განიარაღების ექსპერტებს; წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი სამხედრო დარტყმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ერაყის ლიდერები აცხადებენ, რომ ერაყი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ინსპექციების განახლებას, თუ ისინი რეგიონის ყველა ქვეყანაში მოეწყობა, მათ შორის ისრაელშიც.
XS
SM
MD
LG