Accessibility links

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა


დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს სამხედრო უწყებისთვის განნაღმვის აპარატურის გადაცემის საზეიმო ცერემონია.

დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს სამხედრო უწყებისთვის განნაღმვის აპარატურის გადაცემის საზეიმო ცერემონია.
აშშ-მა საქართველოს გადასცა 80 ათასი დოლარის ღირებულების ნაღმის დეტექტორები, დამცავი დაჯავშნული ტანსაცმელი, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა მოწყობილობები. ცერემონიას დაესწრნენ თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რემლერი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული განნაღმვის განყოფილების წარმომადგენელი დენის ჰედრიკი და საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები. ეს საჩუქარი “ბიკროფტის ინიციატივის” ფარგლებში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის ერთი წლის წინათ განნაღმვაში ჩატარებული ერთობლივი წვრთნების დამასრულებელი ეტაპია.
XS
SM
MD
LG