Accessibility links

სამთვიანი აკრძალვის შემდეგ ისრაელმა პალესტინელთა


სამთვიანი აკრძალვის შემდეგ ისრაელმა პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება მისცა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს.

სამთვიანი აკრძალვის შემდეგ ისრაელმა პალესტინელთა თვითმმართველობის ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების საშუალება მისცა ავტონომიის ლიდერს იასირ არაფატს.
აქამდე არაფატს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალას დატოვების ნება არ ჰქონდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის განცხადებით, აკრძალვის გაუქმება მან მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პალესტინელთა უშიშროების ძალებმა დააპატიმრეს ისრაელის ტურიზმის მინისტრის, რეჰავემ ზეევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი. ზეევი შარშან ოქტომბერში მოკლეს. როგორც საგარეო პოლიტიკის სფეროში შარონის მრჩეველმა დანი აიალონმა განმარტა, უცხოეთში სამოგზაუროდ არაფატს ისრაელის ნებართვა დასჭირდება. ორ-სამ დღეში ახლო აღმოსავლეთში საშუამავლო მისიით გაემგზავრება შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი ენტონი ზინი.
XS
SM
MD
LG