Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა


რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების განზრახვასთან დაკავშირებით,

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა შეშფოთება გამოთქვა შეერთებული შტატების განზრახვასთან დაკავშირებით,
ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში თავისი სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნოს საქართველოში. ივანოვმა, რომელიც მიმდინარე კვირაში ვაშინგტონს ეწვევა, განაცხადა, რომ ეს გეგმა შეშფოთებას იწვევს. მინისტრის თქმით, გამორიცხული არ არის, ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობა გაიზარდოს, რაც ასევე შემაშფოთებელი იქნებოდა. დღესვე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ტერორისტები, რომლებიც “ალ ყაიდასთან” მჭიდროდ თანამშრომლობენ, საქართველოში, რუსეთის საზღვართან მდებარე ხეობაში მოქმედებენ. ბუშმა დასძინა, რომ საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თხოვნით, აშშ 150-მდე სამხედრო ინსტრუქტორის გაგზავნას გეგმავს, რაც რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და ქართველ ჯარისკაცთა მომზადების მიზნით კეთდება. ეს განცხადებები ჯორჯ ბუშმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გააკეთა. ცერემონია ვაშინგტონში, თეთრ სახლთან გაიმართა.
XS
SM
MD
LG