Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაახლოებით 40 პალესტინელი მოკლეს და


დაახლოებით 40 პალესტინელი მოკლეს და ასობით დააკავეს ისრაელის ჯარებმა, როცა დაიწყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის 17 თვის მანძილზე ყველაზე დიდი იერიში.

დაახლოებით 40 პალესტინელი მოკლეს და ასობით დააკავეს ისრაელის ჯარებმა, როცა დაიწყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის 17 თვის მანძილზე ყველაზე დიდი იერიში.
ისრაელის ჯარებმა – როგორც იტყობინებიან, 100-ზე მეტი ტანკის მხარდაჭერით – ხელახლა დაიკავეს პალესტინელთა ქალაქი რამალა პალესტინელთა ლიდერის, იასირ არაფატის შინაპატიმრობიდან განთავისუფლებიდან ერთი დღის მერე. სახმელეთო ოპერაციებთან ერთად განხორციელდა მძიმე საავიაციო დარტყმები. ჯარებმა ალყა შემოარტყეს ლტოლვილთა ბანაკებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და დანებება უბრძანეს ყველა ბრძოლისუნარიან მამაკაცს. ისრაელის განხადებით, ეძებენ მეამბოხეებს. პალესტინელთა ხელმძღვანელობამ ლტოლვილებს წინააღმდეგობისკენ მოუწოდა. ადგილობრივმა ტელევიზიამ აჩვენა ასობით გაკოჭილი და თვალებაკრული მამაკაცი. მიმდინარე კვირაში ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილი, ენტონი ზინი ჩავა რათა ეცადოს მოლაპარაკებების განახლებას. ისრაელის რადიოს ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა დღეს სულ ცოტა ექვსი ისრაელი მოკლეს ლიბანის საზღვართან განხორციელებული თავდასხმის დროს.
XS
SM
MD
LG