Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ


შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ ამერიკა დღეს ბევრად უფრო არის სარაკეტო თავდასხმის საფრთხის წინაშე, ვიდრე ”ცივი ომის” დროს.

შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ ამერიკა დღეს ბევრად უფრო არის სარაკეტო თავდასხმის საფრთხის წინაშე, ვიდრე ”ცივი ომის” დროს.
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, რობერტ უოლპოლმა გუშინ ამერიკის სენატში გამოსვლისას თქვა, რომ განუხრელად იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტები მოეპოვება. ამასთან, უოლპოლის სიტყვებით, შეერთებული შტატების უშიშროებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ საერთაშორისო ტერორისტები. მათ შეუძლიათ გამოიყენონ არა რაკეტები, არამედ მასობრივი განადგურების იარაღის გადასაზიდი უფრო ხელმისაწვდომი საშუალებები, მაგალითად, სატვირთო მანქანები.
XS
SM
MD
LG