Accessibility links

logo-print

რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავის სამხედრო


რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავის სამხედრო დასწრება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და აჭარაში საქართველოში ამერიკის ჯარების

რუსეთმა უნდა გააძლიეროს თავის სამხედრო დასწრება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში და აჭარაში საქართველოში ამერიკის ჯარების
შეყვანის შემთხვევაში, განუცხადა პრაიმ-ნიუსს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვიქტორ ალკსნისმა. მისი თქმით, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნა განხილული უნდა იყოს როგორც რუსეთის გარშემორტყმა ამერიკული ბაზებით. ამასთან დაკავშირებით ალქსნისმა თქვა, რომ აშშ-მ რუსეთი შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, რომლებზეც შეიძლება ბირთვული შეტევა განხორციელდეს და, გარდა ამისა, ამერიკელებს განზრახული აქვთ ალიასკაზე ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების დაყენება. “საქართველოში აშშ-ს სამხედრო ყოფნა ამ კონტექსტში უნდა იყოს განხილული”, თქვა რუსმა პარლამენტარმა. საქართველოში მიმდინარე პროცესები, მისი აზრით, “ეჭვს გარეშეა” შემდგომში გამოყენებული იქნება რუსეთის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG