Accessibility links

logo-print

ზიმბაბვეს ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელიც იყო


ზიმბაბვეს ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელიც იყო, გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ქვეყნის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ გაიმარჯვა.

ზიმბაბვეს ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელიც იყო, გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ქვეყნის პრეზიდენტმა რობერტ მუგაბემ გაიმარჯვა.
პრეზიდენტის პოსტი მუგაბეს უკვე 22 წელია, უკავია. ოფიციალური მონაცემების თანახმად, მუგაბეს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 56-მა პროცენტმა, ხოლო მის მეტოქეს – დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს მორგან ტსვანგირაის ხმა 41-მა პროცენტმა მისცა. დასათვლელი დარჩა ბიულეტენები კიდევ ექვს საარჩევნო უბანში. უცხოელ მეთვალყურეთა განცხადებით, კენჭისყრა ხელისუფლების მხრიდან უხეში დარღვევებით ჩატარდა. ევროპის კავშირის მეთვალყურეთა დელეგაციის ხელმძღვანელის, კარე ვოლანის თქმით, არჩევნები არც ერთ საყოველთაოდ მიღებულ ნორმას არ შეესაბამებოდა. მორგან ტსვანგირაიმ ქვეყნის ხელისუფლება კენჭისყრის გაყალბებაში დაადანაშაულა. სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ შესაძლო არეულობის თავიდან ასაცილებლად ქვეყნის შეიარაღებული ძალები და პოლიცია მოყვანილ იქნა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში.
XS
SM
MD
LG