Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს მიიღო


გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს მიიღო ისტორიული რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის საკითხზე.

გაეროს უშიშროების საბჭომ დღეს მიიღო ისტორიული რეზოლუცია ახლო აღმოსავლეთის საკითხზე.
მასში პირველად არის საუბარი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოზე, რომელიც ისრაელის მხარდამხარ იარსებებს; და ორივე ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნაზე. შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ეს დოკუმენტი პრაქტიკულად ერთხმად მიიღეს: მისი მიღების წინააღმდეგი არავინ ყოფილა, ხოლო თავი მხოლოდ სირიამ შეიკავა. როგორც ისრაელის, ისე პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელები, მიესალმნენ რეზოლუციას. ისრაელის მთავრობის პერსმდივანმა არი მეკელმა განაცხადა: [არი მეკელის ხმა] “ისრაელი მიესალმება აშშ-ის ძალისხმევას, უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში შეეტანათ მუხლი, რომელშიც გამოთქმულია მოწოდება ტერორისა და ძალადობის დაუყოვნებელი შეწყვეტისკენ”. დღესვე, გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების თანამშრომელმა ჯონ დუგარდმა ისრაელი და პალესტინელები საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების უხეშ დარღვევებში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG