Accessibility links

logo-print

გრძელდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი


გრძელდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის ვიზიტი შეერთებულ შტატებში.

გრძელდება რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის ვიზიტი შეერთებულ შტატებში.
გუშინ ივანოვი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს შეხვდა და, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხეც ესაუბრა. [სერგეი ივანოვის ხმა] “შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მოლაპარაკების დროს განვიხილეთ საქართველოში შექმნილი სიტუაცია, საქართველოში არსებული პრობლემები რეგიონში ტერორისტთა მოქმედებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა მითხრა, რომ მშვენივრად ესმის, რომ ამ საკითხში რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობა დაუშვებელია.” სერგეი ივანოვმა დასძინა, რომ მოსკოვს მოეპოვება საბუთი იმისა, რომ ჩეჩენი მეამბოხეები და ავღანეთში გაწვრთნილი ექსტრემისტები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. პენტაგონში მოწყობილ პრესკონფერენციაზე რუსეთის სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს შესაბამისი მასალები გადასცა. შეგახსენებთ, რომ ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს ანტიტერორისტული ქვედანაყოფის შექმნაში დაეხმარებიან. ამ მიზნით ვაშინგტონს დაგეგმილი აქვს საქართველოში 150-მდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა.
XS
SM
MD
LG