Accessibility links

logo-print

ასობით ავღანელი ჯარისკაცი, რომელმაც აშშ-ის


ასობით ავღანელი ჯარისკაცი, რომელმაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების საგანგებო შენაერთებთან ერთად მონაწილეობა მიიღო

ასობით ავღანელი ჯარისკაცი, რომელმაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების საგანგებო შენაერთებთან ერთად მონაწილეობა მიიღო
აღმოსავლეთი ავღანეთის მთიანეთში განხორციელებულ ოპერაციაში, დისლოკაციის ადგილებში ბრუნდება. ამერიკელთა სარდლობის წარმომადგენლის, მაიორ ბრაიან ჰილფერტის განცხადებით, ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. 1500-ზე მეტი ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცი განაგრძობს თალიბანისა და “ალ ყაიდის” მებრძოლთა ძებნას და თან ამ უკანასკნელთათვის უკან დასახევი გზების მოჭრას ცდილობს. მაიორმა ჰილფერტიმ დასძინა, რომ ავღანეთში ომი არ დამთავრებულა და ზოგ რაიონში ასობით ალყაიდელი და თალიბი იმალება. ისინი, ავღანელი სამხედროების ინფორმაციით, პარტიზანული ომისთვის ემზადებიან.
XS
SM
MD
LG