Accessibility links

სერბიამ და ჩერნოგორიამ ხელი მოაწერეს


სერბიამ და ჩერნოგორიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს იუგოსლავიის ახალ ქვეყნად გარდაქმნას

სერბიამ და ჩერნოგორიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს იუგოსლავიის ახალ ქვეყნად გარდაქმნას
და თან არ გამორიცხავს მასში შემავალი რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ხელშეკრულებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. იუგოსლავიისა და ჩერნოგორიის პრეზიდენტებმა, ვოისლავ კოშტუნიცამ და მილო ჯუკანოვიჩმა შეაქეს ხელშეკრულება, როგორც სტაბილურობის ნიშანი. კოშტუნიცას განცხადებით, ახალი ქვეყანა არ იქნება არც კონფედერაცია და არც ფედერაცია, არამედ შექმნის რესპუბლიკებს შორის ალიანსის ახალ ფორმას: [კოშტუნიცას ხმა] ”ეს დოკუმენტი და ეს დღე არის სახელმწიფოებს სერბიასა და ჩერნოგორიას შორის ახალი ურთიერთობის დასაწყისი და თან ადასტურებს უარს ძველი რეჟიმის გაგრძელებაზე”. ხელშეკრულება, რომელიც ორ რესპუბლიკას უფრო ფართო ავტონომიას ანიჭებს, ევროკავშირის შუამავლობით დაიდო და მას ხელი მოაწერა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ხავიერ სოლანამაც. სოლანას თქმით:[სოლანას ხმა] ”ევროკავშირისთვის და პირადად ჩემთვისაც, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის დღე, როცა ყველამ ერთად ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით რეგიონში და მთელს ევროპაში სტაბილიზაციისათვის”. ხელშეკრულებას ასევე დადებითად გამოეხმაურნენ ევროსაბჭო, სლოვენია, ხორვატია, მაკედონია და ბოსნიელ სერბთა რესპუბლიკა. ხოლო ჩერნოგორიის პარლამენტის თავმჯდომარე, ვესნა პეროვიჩის, აგრეთვე სერბიის იუსტიციის მინისტრ ვლადან ბატიჩის გამოხმაურება კრიტიკული იყო. იუწყებიან აგრეთვე, რომ კოსოვოს ახალ პრემიერ-მინისტრ ბაირამ რეჯეპის თქმით, ეს ხელშეკრულება ვერ შეაჩერებს კოსოვოს მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ.
XS
SM
MD
LG