Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთის სოფელ სტარიე ატაგის მიაშურა


ჩეჩნეთის სოფელ სტარიე ატაგის მიაშურა გამომძიებლების ჯგუფმა,

ჩეჩნეთის სოფელ სტარიე ატაგის მიაშურა გამომძიებლების ჯგუფმა,
რომელმაც უნდა შეისწავლოს ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებები, რუსი ჯარისკაცების მიერ სამოქალაქო პირთა დახოცვის შესახებ. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, გამომძიებელთა ჯგუფში შედიან ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის, უშიშროების ფედერალური სამსახურისა და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლები, აგრეთვე სამხედრო პროკურორები. გუშინ სტარიე ატაგის 300-მდე მოსახლემ გამართა საპროტესტო გამოსვლა პრომოსკოვური ადმინისტრაციის შტაბბინასთან. დემონსტრანტებმა შენობასთან დაასვენეს – მათი თქმით- რუსი სამხედროების მიერ დახოცილი 7 სამოქალაქო პირის დამწვარი გვამები. რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს ბრალდებებს. ამასობაში, ჩეჩნეთში ძალადობის აქტები გრძელდება. ინტერფაქსის ცნობით, შალის რეგიონში სახმელეთო ნაღმის აფეთქების შედეგად 13 რუსი ჯარისკაცი დაშავდა. ხოლო გროზნოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს ჩეჩენი ბიჭუნა. ეს ცნობები დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG