Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დახურულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა


პარლამენტის დახურულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაცია აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ.

პარლამენტის დახურულ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაცია აფხაზეთში შექმნილი ვითარების შესახებ.
პარლამენტში მოხსენებებით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი, თავდაცვის მინისტრი, დავით თევზაძე, სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვალერი ჩხეიძე, და საგანგებო დავალებათა მინისტრი, მალხაზ კაკაბაძე. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერ-პრესის” ცნობით, ირაკლი მენაღარიშვილმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარლამენტი მიიღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელშიც დაფიქსირებული იქნება არა მხოლოდ ვითარება აფხაზეთში, არამედ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკური პოზიცია აფხაზეთთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო ”ინტერ-პრესის” ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტარმა თამაზ ნადარეიშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფხაზეთის საკითხის მომზადებას სერიოზული მუშაობა, არსებული პროექტების შეჯერება სჭირდება. ხოლო ფრაქცია ”აღორძინების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯემალ გოგიტიძემ სხდომას ”მასკარადი” უწოდა. საქართველოს პარლამენტი ხვალ გააგრძელებს დახურულ სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვას. ცნობების თანახმად, დაგეგმილია ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლა.
XS
SM
MD
LG