Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისში


ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ”შაჰდენიზის” გაზსადენის პროექტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.

ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისში ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ”შაჰდენიზის” გაზსადენის პროექტის ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის.
საქართველოს სახელით დოკუმენტს ხელი მოაწერა ”საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის” პრეზიდენტმა, გიორგი ჭანტურიამ. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, შეერთებული შტატების, რუსეთის, თურქეთის, სამხეთის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები. საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესი" იუწყება, რომ ხელშეკრულების თანახმად, პროექტის ინვესტორები არიან ირანული ფირმა NICO – 10%, თურქული TPAO – 9%, ბრიტანული BP-25 -- 5 %, რუსულ-იტალიური LUKAgip - 10 %, ფრანგული TFE - 10 %, აზერბაიჯანული SOKAR - 10 %, და ნორვეგიული STATOIL-25 --5%. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG