Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუხედავად უშიშროების საბჭოს რეზოლუციისა პალეტინელთა სახელმწიფოებრიობის თაობაზე, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეას უჭერს მხარს, უმეტესწილად იმიტომ გამოიყურება მნიშვნელოვნად,

რომ მისი ინიციატორი შეერთებული შტატები, ისრაელის მთავარი მოკავშირე იყო.

შეერთებული შტატები პალეტინელთა ინტიფადის 18 თვის განმავლობაში ბლოკირებას უკეთებდა უშიშროების საბჭოში სხვების მიერ შეტანილ წინადადებებს, როგორც გაუწონაწორებელს ისრაელის საზიანოდ. ვაშინგტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. მაგრამ ოთხშაბათს პრეზიდენტ ბუშის სიტყვები ისრაელის მისამართით უჩვეულოდ კრიტიკული იყო:

[ბუშის ხმა] “გულახდილად რომ გითხრათ, ის, რაც ამ ბოლო ხანს ისრაელმა მოიმოქმედა, ნამდვილად არ უწყობს ხელს მშვიდობისთვის საჭირო პირობების შექმნას. მესმის, რომ ეს თავდაცვისა და ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩოებში კეთდება, მაგრამ ბოლო აქციები გაუმართლებელია.”

სამშაბათ საღამოს შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ისრაელის გვერდიგვერდ პალესტიენლთა სახელმწიფოს შექმნის იდეას. რეზოლუცია, აგრეთვე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს და მიესალმება საუდის არაბეთის ინიციატივას. საუდის არაბეთი მოუხმობს არაბულ სახელწიფოებს, სცნონ ისრაელი, თუ ის დაიხევს უკან 1967 წელს დაპყრობილი ყველა არაბული ტერიტორიიდან.

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი მიესალმა შეერთებული შტატების აქტიურობის გაზრდას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში. მისი სიტყვით, კონფლიქტი ისეთ სტადიაში შევიდა, რომ აუცილებელი გარეშე მნიშვნელოვანი ფაქტორის ჩარევა.

ანანი მონაწილეობას აპირებს არაბული ლიგის სამიტში, რომელიც ლიბანში ამ თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს და რომელზეც, მოსალოდნელია, ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს განიხილავენ.

მაგრამ ახლო აღმოსავლეთის საქმეთა ექსპერტების აზრით, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია თუმცაღა შესანიშნავი ჟესტია, დიდ გავლენას არ მოახდენს სიტუაციაზე. ექსპერტები თვლიან, რომ შეერთებული შტატები უფრო ინტენსიურად უნდა ჩაერიოს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო პროცესში.

საქმე პალესტინელთა სახელმწიფოში კი არ არის, არამედ იმაში, თუ რა საზღვრები უნდა ექნეს მას, ამბობს ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ახლო აღმოსავლეთის საქმეებში, ზაკარი ლოკმანი. მისი თქმით, ეს საკითხი უნდა იდგეს შეერთებული შტატების შუამავლის ენტონი ზინის ვიზიტის დღის წესრიგში. ზინი, რომლის წინა ორი მისია უშედეგო იყო, ისრაელში ხუთშაბათს ჩადის. ლოკმანი თვლის, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა აიძულოს ისრაელი დაიწყოს მოლაპარაკებები.
.
ვაშინგტონელი ექსპერტი ჰენრი სიგმანი ამბობს, რომ ზინიმ უნდა შეაგნებინოს ისრაელის მთავრობას, რომ მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს პალესტინელთა სიცოცხლიუნარიანი სახელმწიფო. ამავე დროს საჭიროა პალესტინელების დარწმუნება იმაში, რომ მათი მიზანი ტერორით კი არა, მოლაპარაკებებით მიიღწევა.

ბოლო დროს ისრელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი აღარ მოითხოვს მოლაპარაკებების დაწყების წინ ძალადობის შეწყვეტას.
ხუთშაბათის სამი პალესტინელი და სამი ისრაელი იქნა მოკლული.
XS
SM
MD
LG