Accessibility links

ანკარაში დასრულდა თურქეთის, შეერთებული შტატებისა


ანკარაში დასრულდა თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მოლაპარაკებები

ანკარაში დასრულდა თურქეთის, შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მოლაპარაკებები
ავღანეთში მრავალეროვანი მასტაბილიზებელი ჯარების სარდლობის თურქეთისთვის ჩაბარების საკითხზე. თურქეთმა, რომელიც ნატოს ერთადერთი მუსლიმანური წევრი ქვეყანაა, მრავალეროვანი ჯარების სარდლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა, მაგრამ მოითხოვა ფინანსური დახმარება და მისიის მასშტაბისა და პირობების განმარტება, ვიდრე აპრილში ბრიტანეთისაგან ჩაიბარებდეს მრავალეროვანი ჯარის სარდლობას. დღევანდელი მოლაპარაკების მონაწილე ამერიკელი დიპლომატის, ჯეიმს დობინსის თქმით, ოფიციალური სამხედრო პირები მომდევნო რამდენიმე დღეში განიხილავენ მისიის დეტალებს. მან აღნიშნა, რომ დისკუსია მალე დამთავრდება. ამ საკითხთან დაკავშირებით იუწყებიან აგრეთვე, რომ, როგორც პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს იაპონიაში ვიზიტისას განაცხადა, უშიშროების მრავალეროვანი ჯარები ავღანეთში ქვეყნის სტაბილიზაციამდე უნდა დარჩნენ.
XS
SM
MD
LG