Accessibility links

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, აღმოსავლეთი ავღანეთის


ამერიკელი სამხედროების განცხადებით, აღმოსავლეთი ავღანეთის მთიანეთში თალიბანისა და “ალ ყაიდის” მებრძოლთა უმნიშვნელო რიცხვია დარჩენილი.

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, აღმოსავლეთი ავღანეთის მთიანეთში თალიბანისა და “ალ ყაიდის” მებრძოლთა უმნიშვნელო რიცხვია დარჩენილი.
სახმელეთო ჯარების სარდლის, პოლ მიკოლაშეკის ცნობით, აშშ-ის, კანადისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების სამხედრო მოსამსახურეები განაგრძობენ შაჰ-ე-კოტის ხეობის გამოქვაბულებში მოწინააღმდეგის მებრძოლთა ძებნას. ზოგ გამოქვაბულში იარაღისა და სურსათის დიდძალი მარაგი აღმოჩნდა. იპოვეს, აგრეთვე, მნიშვნელოვანი სადაზვერვო მასალები. დღესვე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოტო შილიმ დაადასტურა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სათავეში ჩაუდგება ავღანეთის პოლიციის შექმნის პროცესს. ამის შესახებ შილიმ ბერლინში გამოაცხადა, სადაც იგი დღეს შეხვდა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჰამიდ კარზაის.
XS
SM
MD
LG