Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ლევან კალაძის გატაცება პანკისის ხეობას არ უკავშირდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ლევან კალაძის გატაცება პანკისის ხეობას არ უკავშირდება.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა პაატა გომელაურმა. მისი თქმით, პანკისის ხეობაში ამჟამად მხოლოდ ერთი მძევალი რჩება – მამა ბასილ მაჩიტაძე, რომლის გასათავისუფლებლად პოლიცია ყოველ ღონეს ხმარობს. დღეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა პანკისში მძევლობიდან გაათავისუფლეს გარდაბნის რაიონში მცხოვრები ფაზილ ხალილოვი. რაც შეეხება ლევან კალაძეს (იტალიის საფეხბურთო კლუბ “მილანის” მოთამაშის კახა კალაძის ძმას), მის ადგილსამყოფელზე პრესსამსახურის უფროსს არაფერი უთქვამს. გომელაურის განცხადებით, მძევლის გასათავისუფლებლად პოლიცია ძალ-ღონეს არ იშურებს, თუმცა თავად მძევლის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბარი ნაადრევია. ლევან კალაძე შარშან მაისში გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG