Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი მიესალმა პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის


ვაშინგტონი მიესალმა პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივ გაყვანას

ვაშინგტონი მიესალმა პალესტინელთა ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივ გაყვანას
და პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს მოუწოდა, მთლიანად გაიყვანოს თავისი ჯარები ავტონომიის ტერიტორიებიდან. ჯარებმა და ტანკებმა უკვე დატოვეს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქები რამალა, კალკილია და ტულკარმი, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა “დადებით ნაბიჯად შეაფასა”. მაგრამ პალესტინელთა თვითმმართველობის ხელმძღვანელმა იასირ არაფატმა ჯარების გაყვანას “ხრიკი” უწოდა, განაცხადა რა, რომ დასახლებული პუნქტები კვლავინდებურად ალყაშემორტყმულია. არაფატის თქმით, ისრაელი ცდილობს, თავი მოაწონოს შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილს ენტონი ზინის, რომელიც საშუამავლო მისიით იმყოფება ახლო აღმოსავლეთში. [იასირ არაფატის ხმა] “ისინი ცდილობენ, ზინის შთაბეჭდილება შეუქმნან, თითქოს რამალა დატოვეს. რა აზრი აქვს რამალას დატოვებას, თუ ისინი დარჩნენ სხვა ქალაქებში, სოფლებში თუ ბანაკებში, მთელს პალესტინაში?”
XS
SM
MD
LG