Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროპის კავშირის


ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროპის კავშირის ორდღიანი სამიტი გაიხსნა.

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროპის კავშირის ორდღიანი სამიტი გაიხსნა.
დღის წესრიგშია ევროკავშირის ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდა. პირველად ევროპის კავშირის ისტორიაში, ყველა საკითხის განხილვაში მონაწილეობენ კავშირში გაწევრიანების კანდიდატი 13-ვე ქვეყნის წარმომადგენლები. კანდიდატი სახლმწიფოების დელეგაციებმა “წარმატებული” უწოდეს პირველ ერთობლივ სხდომას და რეფორმებთან დაკავშირებით რამდენიმე საყურადღებო ინიციატივაც წამოაყენეს. ბარსელონის სამიტი გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. პირველ დღეს ბარსელონის პოლიციამ ათი ადამიანი დააკავა. გარდა ამისა, საფრანგეთისა და ბელგიის 140-მდე მოქალაქეს ესპანეთში შესვლის ნება არ დართეს. ხვალისთვის კიდევ უფრო მსხვილი საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG