Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის საკითხზე იმსჯელა


საქართველოს პარლამენტმა აფხაზეთის საკითხზე დახურულ კარს მიღმა იმსჯელა.

ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათ დაადასტურეს აფხაზეთში ტერორისტული დაჯგუფებების წევრების ყოფნა.

ოფიციალური თბილისი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის შიშს, თითქოსდა, საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო იერიშის განხორციელებისკენ იყოს მიმართული. სამაგიეროდ, აცხადებს, რომ ფლობს უტყუარ ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფების წევრების ყოფნის შესახებ.

აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე ტერორისტების ყოფნის თაობაზე, პარლამენტის დახურულ სხომაზე დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ისაუბრეს. სხდომა გვიან ღამემდე დახურულ კარს მიღმა, ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა და შეიძლება ითქვას, რომ
აფხაზეთის საკითხზე პარლამენტის ორ დღიანი მუშაობის ყველაზე საინტერესო დეტალად გამოიკვეთა დეპუტატების სურვილი, უფრო გააქტიურდეს მუშაობა იმისთვის, რომ აფხაზეთი, როგორც ტერორისტთა თავშესაფარი, საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეს. სურვილს სათანადო არგუმენტიც ახლდა.
სოხუმის სეპარატირული რეჟიმის უარყოფის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთის უკონტროლო ტერიტორიაზე საშიში პროცესები ვითარდება.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] “აფხაზეთში საკმაოდ საშიში პროცესები ვითარდება, რაც გამოიხატება რადიკალური ისლამისტური მიმდინარეობების გავრცელებით. გვაქვს ინფორმაცია იქ ტერორისტული ჯგუფების წევრების ყოფნის თაობაზე.”

შინაგან საქმეთა მინისტრის ნათქვამი დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურა. პარლამენტის სხდომიდან გამოსულმა ავთანდილ იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ჩრდილოკავკასიიდან და რუსეთის სხვა და სხვა ქალაქებიდან ჩასული ტერორისტები აფარებენ თავს.

აფხაზეთის თემაზე მსჯელობა ორი დადგენილების და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გამოხტომების საპასუხო განცხადების მიღებით უნდა ამოწურულიყო. პარლამენტს სათანადო შეფასება უნდა მიეცა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებისთვის, მათ შორის უკანონო პრივატიზაციის პროცესისთვის, აგრეთვე აფხაზეთში ქართველთა გენოციდისთვის და რაც მთვარია, უნდა გამოეხტა პოზიცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ორ დღიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვეტილებების მიღება ვერ მოხერხდა. გვიან ღამემდე სხდომათა დარბაზსს დეპუტატთა მცირე რაოდენობა შემორჩა. არადა ასეთ სხომას აფხაზეიდან დევნილები წლების მანძილზე ელოდნენ. აფხაზეთის საკითხზე დადგენილებების მისაღებად პარლამენტი რიგგარეშე სხდომას მოიწვეეს.
XS
SM
MD
LG