Accessibility links

logo-print

სერბიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მომჩილო პერიშიჩი


სერბიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მომჩილო პერიშიჩი, რომელიც ჯაშუშობაში იქნა ეჭვმიტანილი და ხუთშაბათს დააპატიმრეს, დღეს სამხედრო ტრიბუნალმა გაათავისუფლა.

სერბიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მომჩილო პერიშიჩი, რომელიც ჯაშუშობაში იქნა ეჭვმიტანილი და ხუთშაბათს დააპატიმრეს, დღეს სამხედრო ტრიბუნალმა გაათავისუფლა.
პერიშიჩი იმ დროს დააკავეს, როცა ამერიკელ დიპლომატს, ჯონ დევიდ ნეიბორს შეხვდა. საინფორმაციო სააგენტოთა ცნობით, არაა გამორიცხული, რომ პერიშიჩს იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის დანაშაულებრივ ქმედებათა მამხილებელი მასალების გადაცემა სურდა შეერთებული შტატებისთვის. მილოშევიჩს, როგორც სამხედრო დამნაშავეს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი ასამართლებს.
XS
SM
MD
LG