Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ საუდის არაბეთის მეფე ფაჰდთან გამართა დღეს მოლაპარაკება ქალაქ ჯიდაში.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ საუდის არაბეთის მეფე ფაჰდთან გამართა დღეს მოლაპარაკება ქალაქ ჯიდაში.
საუდის არაბეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ჩეინიმ და ფაჰდმა ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციაზე იმსჯელეს. დიკ ჩეინი, მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიაში მხარდაჭერის მოპოვების მიზნით მოგზაურობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. საუდის არაბეთში იგი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩავიდა, სადაც ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, შეიხ ზაიდ ბენ სულთან ალ-ნაჰანიანთან გამართა მოლაპარაკება. სულთან ალ-ნაჰაიანმა განაცხადა, რომ წინააღმდეგია ერაყის მიმართ შესაძლო სამხედრო ოპერაციისა.
XS
SM
MD
LG