Accessibility links

logo-print

სევერომორსკში, ატომური წყალქვეშა ნავის ”კურსკის”


სევერომორსკში, ატომური წყალქვეშა ნავის ”კურსკის” მეთაურის, გენადი ლიაჩინის ნარჩენები ამოიცნეს.

სევერომორსკში, ატომური წყალქვეშა ნავის ”კურსკის” მეთაურის, გენადი ლიაჩინის ნარჩენები ამოიცნეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ კატასტროფის მომენტში ლიაჩინი სამეთაურო პოსტზე იმყოფებოდა, მეორე ნაკვეთურში, რომელიც მთლიანად დაინგრა ხომალდში მომხდარი აფეთქების შედეგად. შაბათს ექსპერტებმა ”კურსკის” კიდევ 4 მეზღვაურის ნარჩენების იდენტიფიცირება შესძლეს. ამდენად, დღეისათვის 114 მეზღვაურის ნარჩენებია იდენტიფიცირებული. ”კურსკი” 2000 წლის თორმეტ აგვისტოს ჩაიძირა ბარენცის ზღვაში. კატასტროფის შედეგად წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის ყველა, 118-ვე წევრი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG