Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარსელონაში ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი


ბარსელონაში ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი დამთავრდა

ბარსელონაში ევროკავშირის ლიდერთა ორდღიანი სამიტი დამთავრდა
შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ მთელ რიგ ზომებზე, რაც ეკონომიკის სფეროში ბიუროკრატიის შეზღუდვასა და ევროპაში ეკონომიკის აღორძინებას ითვალისწინებს. ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეტი სახსრები გამოყონ კვლევით სამუშაოებსა და განვითარებაზე, რათა 2010 წლისათვის სამი პროცენტით გაზარდონ თავიანთი საერთო ეროვნული პროდუქტი. ფორუმის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ სპეციალურ ბაგებს დააარსებენ დასაქმებულ დედათა შვილების სულ ცოტა 90 პროცენტისთვის და 2010 წლისათვის საპენსიო ასაკს ამჟამინდელი 58-დან 65-წლამდე გაზრდიან.
XS
SM
MD
LG